მუსიკის უფროს მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

 2021 წლის 3-12 და 10-19 ივისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მუსიკის მოქმედი მასწავლებლების პირველი ჯგუფისათვის. ხოლო 10-19 ივლისს ჩატარდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მუსიკის მოქმედი მასწავლებლების მეორე ჯგუფისათვის.

 ტრენინგ -ისტ-ის გამოყენება მუსიკის გაკვეთილზე და პროექტული სწავლება “, ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ლალი კონცელიძე (1-6 სესია) და ნათია ცინცაძე (7-10 სესია). მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

მოდულის მიზანია: მუსიკის საგანში პროექტული სწავლების ხელშეწყობა; მუსიკის სასწავლო პროცესის წარმართვისათვის საჭირო ისტ-ის ინსტრუმენტების დაუფლება.     

 ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: მუსიკის გაკვეთილის მომზადებისა და წარმართვისათვის მასალის მოძიებას, აუდიო/ვიდეოს ფაილის შექმნა/გადაღებას, ჩამოტვირთვას, დაჭრას, გაერთიანებას, მუსიკალურ გაფორმებას, ატვირთვას; შემოქმედებითი, სასწავლო პროექტის პროექტის დაგეგმვასა და წარმართვას; პროექტის მონიტორინგს და შეფასებას; გაეცნობიან მუსიკის სფეროში მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტებს.

 იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

 ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.