გეოგრაფიის უფროს მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების გეოგრაფიის უფროსი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ 2021 წლის 19-28 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის გეოგრაფიის მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.

ტრენინგ-მოდულს: გეოგრაფიული წიგნიერება: ციფრული რესურსების  და გეოგრაფიული წყაროებისა გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისას“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ლუიზა რევიშვილი.

მოდულის მიზანია: მასწავლებლები გაეცნონ გეოგრაფიული წყაროების გამოყენების  მნიშვნელობას   და სტრატეგიებს გეოგრაფიის  სწავლებისას და კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას; გაეცნონ სწავლებისათვის სასარგებლო გეოგრაფიულ ინტერნეტ-ინსტრუმენტებს და  ელექტრონული რუკების - პროგრამების  Google Earth - ისა  (გუგლ დედამიწა) და https://mapmaker.nationalgeographic.org/  -ის გამოყენებას; შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რათა   მოსწავლეებს განუვითარონ გეოგრაფიული წიგნიერება და  სწავლა-სწავლების პროცესი  გახადონ სახალისო, საინტერესო,  ეფექტიანი და  მოსწავლეებმა   შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; კომპიუტერული პროგრამების გამოყენება საგნის სწავლებისას.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: სხვადასხვა სახის გეოგრაფიული  წყაროს  მოძიებას  და გამოყენებას  სასწავლო პროცესში და კომპლექსური დავალებების დამუშავების ეტაპებზე; გამოიყენონ სწავლებისათვის სასარგებლო ინტერნეტ-ინსტრუმენტები; შექმნან  გეოგრაფიული  ელექტრონული ონლაინ რუკები; დაეხმარონ  მოსწავლეებს  და განუვითარონ გეოგრაფიული წიგნიერება:  გეოგრაფიული ინფორმაციის მოძიება/ათვისება/გადმოცემა.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

დაესწროს ტრენინგის 80%-ს.

გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - გიული მიქელაძე.