ბუნებისმეტყველების უფროს მასწავლებელთა ტრენინგების I ეტაპი დასრულდა
✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა ბუნებისმეტყველების უფროს მასწავლებელთა ტრენინგების I ეტაპი. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ 2021 წლის 17-26 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე დაწყებითი (1-6 კლასი) ბუნებისმეტყველების მოქმედი მასწავლებლებისათვის.
✅ ტრენინგ-მოდულს: „აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველების სასწავლო პროცესში“, წყვილში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თამილა თალაკვაძე და მზია სალაძე.
✅ მოდულის მიზანია: მონაწილეები გაეცნონ ბუნებისმეტყველების საგაკვეთილო პროცესში მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებას; მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებს ბუნებისმეტყველების სწავლების პროცესში; გააცნობიერონ მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარების აუცილებლობა სწავლის სტრატეგიების ეფექტურად გამოყენებისთვის; მოსწავლეებში მეცნიერული კვლევა-ძიების უნარების განვითარებისათვის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა.
✅ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: მოსწავლეთას მოტივაციის ასამაღლებლად მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებას; მარტივი ექსპერიმენტების გამოყენებით მოსწავლეთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობას; მონაცემების მოპოვებისათვის კითხვარის, ანკეტის და სხვა ინსტრუმენტების შექმნას და გამოყენებას.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.