სპორტის უფროს მასწავლებელთა ტრენინგების I ეტაპი დასრულდა
✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა სპორტის უფროს მასწავლებელთა ტრენინგების I ეტაპი.
✅ 2021 წლის 21-30 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უფროსი სტატუსის მქონე მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „თანამედროვე მიდგომები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლებაში (ინკლუზიური განათლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება“, წყვილში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნატალია რომანაძე (1 – 7 სესია) და ნათია ცინცაძე (8-10 სესია).
✅ მოდულის მიზანია: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ჩართვა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გკვეთილზე; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
✅ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: სსს და შშ მქონე მოსწავლეების ჩართვას ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე; სსს და შშ მქონე მოსწავლეებისათვის შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევას და გამოყენებას გაკვეთილზე; სსს და შშ მქონე მოსწავლეებისათვის შესაბამისი სივრცის მორგებას, რომელიც იქნება მათთვის უსაფრთხო; ისეთი ფიზიკური აქტივობების დაგეგმვას, რომლებიც აუმჯობესებს მსხვილ და ნატიფ მოტორიკის, წონასწორობის რეაქციებს, ემოციურ რეგულაციებს; ხელს უწყობს თანატოლებთან ურთიერთობას და გუნდურ თამაშებში ჩართულობას; Google-ის საბაზისო ფუნქციების გაცნობას; პრეზენტაციის შექმნას Powerpoint-ის პროგრამაში; სხვადასხვა ტიპის ტესტური დავალებების შექმნა google forms გამოყენებით; Movie Maker პროგრამის გამოყენებით ვიდეო რესურსის დამზადებას.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.