ბათუმსა და ხელვაჩაურში დასრულდა სკოლამდელი განათლების ტრენინგები

➡ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგებს.

➡ 2021 წლის 30-31 ივლისსა და  1-4 აგვისტოს ბათუმისა და ხელვაჩაურის სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერებისათვის „ზუმის“ პლატფორმაზე ჩატარდა მე-2 ტრენინგ-მოდული: ბავშვის განვითარება“. მოდული მოიცავს 18 საკონტაქტო და 31 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

➡ ონლაინ ტრენინგს წყვილებში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ქეთევან კვაჭანტირაძე და ირმა გივრაძე (ხელვაჩაური); თინათინ გიორგაძე და რიტა ნაკაშიძე (ბათუმი).

➡ ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: საგანმანათლებლო პროცესი საბავშვო ბაღში; თამაში, როგორც საგანმანათლებლო პროცესის განხორციელების მთავარი საშუალება; თამაშის ტიპები; აღმზრდელის როლის განსაზღვრა საგანმანათლებლო პროცესში; პოზიტიური დისციპლინა; მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობის სპეციფიკა; ტრანზიციისა და რუტინის როლი; საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა; საგანმანათლებლო პროცესის შეფასება.

➡ ტრენინგის  მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე.

➡ 2021 წლის შემოდგომიდან სკოლამდელი განათლების ტრენინგები ეტაპობრივად გაგრძელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებისათვის.