ტრენინგები ბუნებისმეტყველების წამყვანი მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

✅ 2021 წლის 3-8 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები ბუნებისმეტყველების წამყვანი მასწავლებელთათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

ტრენინგ-მოდულს: „კვლევაზე, პრობლემაზე, პროექტზე დაფუძნებული სწავლების გამოყენება ბუნებისმეტყველებაში“, წყვილში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები მზია სალაძე და თამილა თალაკვაძე.

ტრენინგ-მოდულის მიზანია: მსმენელებმა გაიაზრონ და შეაფასონ ბუნებისმეტყველების  სწავლებაში მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით მოტივაციის ასამაღლებელი  კონკრეტული ტექნიკები და გავარჯიშდნენ მათ გამოყენებაში მოდელირების გზით. ტრენინგი ასევე დაეხმარება მონაწილეებს, დანერგონ  პედაგოგიურ პრაქტიკაში კვლევაზე, პრობლემაზე, პროექტზე დაფუძნებული სწავლება; შეიმუშავონ სასწავლო პროცესის დიფერენცირების კონკრეტული გზები, როგორც სასწავლო მასალის შინაარსის, ასევე მეთოდოლოგიის მიხედვით;

ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: გამოიყენონ სამეცნიერო მეთოდი როგორც ბუნებისმეტყველების  კვლევაზე დაფუძნებული სწავლების საშუალება, სწავლების, დიფერენცირებისა და შეფასების მიზნით; დანერგონ სასწავლო პრაქტიკაში კვლევაზე, პრობლემაზე, პროექტზე დაფუძნებული სწავლება; გამოიყენონ სწავლების  სტრატეგიები მოსწავლეებში არგუმენტირებული მსჯელობის, მონაცემების ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარების განვითარებისათვის; მოახდინონ სასწავლო პროცესის დიფერენცირება როგორც სასწავლო მასალის, ასევე მეთოდოლოგიის მიხედვით.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მსგავსი ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის წამყვანი მასწავლებლისათვის.