ტრენინგები მათემატიკის წამყვანი მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

✅ 2021 წლის 3-8 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები მათემატიკის წამყვანი მასწავლებელთათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

ტრენინგ-მოდულს: „მათემატიკური შინაარსის ინტერაქტიული მასალის შექმნა და გამოყენება მათემატიკის სწავლებისას საბაზო-საშუალო საფეხურზე“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი როინ ნაკაიძე.

ტრენინგ-მოდულის მიზანია: კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ციფრული ფორმატის ინტერაქტიული მასალის შექმნისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები.

ტრენინგმოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საკითხებში:

• როგორ უნდა შეიქმნას GeoGebra-ს მეშვეობით ინტერაქტიული სიმულაციები;

• როგორ ხდება  GeoGebra-ს ანიმაციების ინტეგრირება ვებ-სივრცეში;

• როგორ შეიძლება GeoGebra-ს გამოყენება სტერეომეტრიის სწავლებისას;

•GeoGe bra-ს მეშვეობით ალბათობის და სტატისტიკის მიმართულების ცალკეული საკითხების სწავლება.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მსგავსი ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის წამყვანი მასწავლებლისათვის.