ბუნებისმეტყველების უფროს მასწავლებელთა ტრენინგების II ეტაპი

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

✅ 2021 წლის 3-12 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე დაწყებითი (1-6 კლასი) ბუნებისმეტყველების მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველების სასწავლო პროცესში“, წყვილში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თამილა თალაკვაძე და მზია სალაძე.

მოდულის მიზანია: მონაწილეები გაეცნონ ბუნებისმეტყველების საგაკვეთილო პროცესში მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებას; მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებს ბუნებისმეტყველების სწავლების პროცესში; გააცნობიერონ მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარების აუცილებლობა სწავლის სტრატეგიების ეფექტურად გამოყენებისთვის; მოსწავლეებში მეცნიერული კვლევა-ძიების უნარების განვითარებისათვის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: მოსწავლეთას მოტივაციის ასამაღლებლად მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებას; მარტივი ექსპერიმენტების გამოყენებით მოსწავლეთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობას; მონაცემების მოპოვებისათვის კითხვარის, ანკეტის და სხვა ინსტრუმენტების შექმნას და გამოყენებას.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ 11 სექტემბერს ტრენინგების მიმდინარეობას  გაეცვნენ: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბუნებისმეტყველების ექსპერტი, ტრენინგ-მოდულის ავტორი - რუსუდან თედორაძე და აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მსგავსი ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის უფროსი მასწავლებლისათვის.