თურქული ენის შემსწავლელი უფასო კურსები

აჭარის განათლების ფონდში, 20.09.2021 -დან  თურქული ენის შემსწავლელი, უფასო კურსების მორიგი სასწავლო ეტაპი დაიწყო, რომელიც დამწყები და საშუალო საფეხურის (პირველი A1 და მესამე B1 დონე)  საფუძვლიან შესწავლას გულისხმობს. თურქული ენის უფასო შემსწავლელ კურსს ა(ა) იპ „აჭარის განათლების ფონდი“ თურქეთის რესპუბლიკის საკონსულოს მხარდაჭერით 2012 წლიდან ახორციელებს. აღნიშნულ ჯგუფებში სასწავლო კურსს წარუძღვება ახალი პედაგოგი - ჰუსამეთთინ  ილმაზი.