პროექტები

პროექტები:

 TIKA - თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო

 

2012 წელს  ა (ა) ი პ “განათლების ფონდის” შენობის რეაბილიტაცია განახორციელა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ  (TIKA).

თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოსთან (TIKA) ოფიციალურად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.   

დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა  სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. 

TIKA– მ  აჭარის განათლების ფონდს უსასყიდლოდ გადმოსცა სამი  ინტერაქტიული დაფა (smart board). 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი  

2013 წლის 20 აგვისტოს ბათუმში  მასწავლებელთა სახლის ფუნქციონირების შესახებ გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი   აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდსა“  და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის. დოკუმენტი ითვალისწინებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობას, ტრენინგ-მოდულების შემუშავებასა და ცენტრის შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფას.

ბათუმის მასწავლებლის სახლის შინაარსობრივ მხარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წარმართავს, კერძოდ:

•უზრუნველყოფს შერჩეული ტრენერების მომზადებასა და პროფესიული განვითარებას;

•ხელს შეუწყობს ტრენერების თანამშრომლობას ცენტრში დასაქმებულ შესაბამისი საგნის კონსულტანტებთან;

•ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების ჩასატარებლად ცენტრი უზრუნველყოფს მის მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულების მიწოდებას ტრენერებისათვის;

•რეგულარულად მიაწვდის ფონდს ცენტრის პერიოდული გამოცემების რამდენიმე ეგზემპლარს;

•საჭიროების შემთხვევაში,  ფონდის მიერ განსახორციელებელ პროგრამებში ჩართვებიან ცენტრის თანამშრომლები და სხვა.

ეროვნული ცენტრის მემორანდუმი 2013

2015 წლის 13 ნოემბერს ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 20 აგვისტოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდსა“  და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული  სამმხრივი მემორანდუმი.

2015 წლის 13 ნოემბერს ორ მხარეს შორის  - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა ახალი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ეროვნული ცენტრის მემორანდუმი 2015

2018 წლის 8 ნოემბერს შედგა შეთანხმება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის შევიდეს ცვლილება 2015 წლის 13 ნოემბერს გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში. ამ გადაწყვეტილებას ხელი 2018 წლის 21 დეკემბერს აჭარის პედაგოგთა V კონფერენციაზე მოეწერა.

ეროვნული ცენტრის მემორანდუმი 2018 

2020 წლის 30 დეკემბერს შედგა შეთანხმება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის, შევიდეს ცვლილება 2015 წლის 13 ნოემბერს გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში.

ეროვნული ცენტრის მემორანდუმი 2020

2023 წლის 29 დეკემბერს შედგა შეთანხმება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის, შევიდეს ცვლილება 2015 წლის 13 ნოემბერს გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში.

ეროვნული ცენტრის მემორანდუმი 2023

 

BRITISH COUNCIL - საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და კულტურულ ურთიერთობათა ხელშეწყობის ბრიტანული საერთაშორისო  ორგანიზაცია

BRITISH COUNCIL –თან დაიგეგმა ორი ერთობლივი პროექტის განხორციელება: 

1.“ ზრდასრულთა სწავლებაზე ორიენტირებული პრაქტიკულ-მეთოდოლოგიური კურსი აჭარის განათლების ფონდის ინგლისური ენის მასწავლებელთათვის“

პროექტი ითვალისწინებდა „აჭარის განათლების ფონდის“ ინგლისური ენის პედაგოგების გადამზადებას მათ მიერ ზრდასრულთათვის ინგლისური ენის უფრო ეფექტურად სწავლების მიზნით

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე ჩატარდა აჭარის განათლების ფონდის პედაგოგთა საჭიროებების კვლევა. ბრიტანეთის საბჭოს ექსპერტი შეხვდა პროექტის ფოკუს ჯგუფს. შეხვედრის დროს მოხდა აზრთა გაზიარება პედაგოგთა პროფესიული განვითარების საჭიროებების შესახებ. აჭარის განათლების პედაგოგებმა შეავსეს ექპერტის მიერ მომზადებული სპეციალური კითხვარი. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტი ასევე დაესწრო გაკვეთილებს აჭარის განათლების ფონდში. 

პედაგოგთა საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით და ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ბრიტანეთის საბჭოს ექსპერტებმა ჯონ დიესმა და ტიმ ჰეიზელმა მოამზადეს და ჩაატარეს 5 დღიანი (სულ 35 სთ) სატრეინინგო პროგრამა „ზრდასრულთა სწავლებაზე ორიენტირებული მეთოდურ-პრაქტიკული კურსი აჭარის განათლების ფონდის ინგლისური ენის პედაგოგებისათვის.“ 

ტრენინგი მიმდინარეობდა 2014 წლის 6-10 დეკემბერს.  საერთო ჯამში ჩატარდა 15 თეორიული სესია, ხოლო 10 საათი დაეთმო მიკრო-პრაქტიკულ სწავლებას. ტრენინგი გაიარა „აჭარის განათლების ფონდის“ 27 პედაგოგმა. 

ტრენინგის მონაწილეებს დასრულების შემდეგ გადაეცათ სერტიფიკატები.

2.  “სასწავლო მეთოდოლოგიების გაუმჯობესება და ინგლისური ენის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა საჯარო სკოლებში”.

ამ ეტაპზე შეირჩა 11 კვალიფიციური ტრენერი, რომელთაც პროგრამის დასაწყისში გაირეს ტრენერთა დახელოვნების კურსები. 

ბათუმის 25 სკოლიდან შეირჩევა 50 პედაგოგი (სკოლიდან 2 პედაგოგი). 

ყველა პედაგოგი გაივლის ბრიტანეთის საბჭოს სამი სახის  სატრენინგო კურსს:

I - მასწავლებელთა ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესება.

II - მოსწავლეთა კომუნიკაციური შეფასების წარმოების  უნარ-ჩვევების განვითარება (online)

III  - საგაკვეთილო პროცესის მართვის უნარ-ჩვევების განვითარება.

 

 Save the Children in Georgia/ "გადავარჩინოთ ბავშვები“

უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს  „აჭარის განათლების ფონდსა“ და უცხოურ არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალს „Save the Children in Georgia/გადავარჩინოთ ბავშვებს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უსაფრთხო გარემოს შექმნის, სწავლების ინოვაციური და ინკლუზიური მიდგომებით კატასტროფების რისკის შემცირების ხელშეწყობის საკითხებზე. მემორანდუმი გულისხმობს ტრენერთა კონკურსის ორგანიზებას და ტრენერების შერჩევას, ტრენერთა ტრენინგის ჩატარებასა და ტრენინგ-კურსის ,,კატასტროფების რისკის შემცირება და კლიმატის ცვლილებები“  გადმოცემას „აჭარის განათლების ფონდისათვის“.  

კურსის მთავარი მიზანია ბავშვების, მათი ოჯახების და საზოგადოების განათლებით გაძლიერება ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. პროექტი უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ბავშვებისათვის, სწავლების ინოვაციური და მდგრადი მიდგომებით კატასტროფების რისკის შემცირებას. შემდგომში „აჭარის განათლების ფონდი“ გეგმავს  ტრენინგების ჩატარებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის.

მემორანდუმი - "გადავარჩინოთ ბავშვები"

საერთაშორისო ფონდი „ჰუმანდოკი“ 

2020 წლის 22-23 აგვისტოს გაიმართა პედაგოგების საპილოტე პროგრამის ტრენერთა ტრენინგი თემაზე: „ძალადობა, მსხვერპლის მოძალადის ამოცნობა, პრევენცია რეაგირება და სამართლებრივი მექანიზმები.“ პროექტი თანადაფინანსებულია  პოლონურ–ამერიკული  თავისუფლების  ფონდის  მიერ,  „RITA-რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისთვის“. აღნიშნული ტრენერთა ტრენინგი წარმატებით გაიარეს და სერტიფიკატები მიიღეს აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერებმა.

2020 წლის 26 აგვისტოს სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში     ფონდი „ჰუმანდოკის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ აჭარის განათლების კულტურისა და სპორტი სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსს ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძეს, აჭარის განათლების ფონდის დირექტორს რუსუდან ქავთარაძეს და აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ლალი ლომთათიძეს.

შეხვედრაზე გადაწყდა   ფონდის   მიერ   მომზადებული   პედაგოგების საპილოტე ტრენინგ-პროგრამის   მოდული: ძალადობა, მსხვერპლის მოძალადის ამოცნობა, პრევენცია რეაგირება და სამართლებრივი მექანიზმები“, მიღება-ჩაბარების აქტით გადმოეცეს ა(ა)იპ "აჭარის განათლების ფონდს", რომელსაც ის აჭარის მასშტაბით განახორციელებს. ამასთან,  ფონდი   „ჰუმანდოკი“   იტოვებს   უფლებას   პერიოდულად   განახორციელოს   დაგეგმილი ტრენინგების სუპერვიზია.

Fundacja-HumanDoc

 

 იუნისეფი საქართველოში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)  შორის  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდს, ბათუმის მასწავლებლის სახლს გადმოეცა ექვსი მოდულისაგან შემდგარი ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ონლაინ ტრენინგ-კურსი.

ტრენინგ-კურსის საკითხებია: აღმზრდელ-პედაგოგის დარგობრივი ცოდნა, პროფესიული უნარ-ჩვევები, ღირებულებები და პროფესიული ეთიკა, რათა შეძლოს ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის კარგად დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება. როგორ უნდა უზრუნველყოს აღმზრდელ-პედაგოგმა ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური გარემოს შექმნა, ბავშვთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან თანამშრომლობა, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურობა.