სამოქალაქო განათლების პროგრამის სკოლა-ბიზნეს ფორუმი ბათუმში

➡ 2023 წლის 11 ოქტომბერს ქ. ბათუმში, სასტუმრო “რედისონში“, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში  ჩატარდა სკოლა-ბიზნეს ფორუმი.

აღნიშნულ პროგრამას საქართველოში ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.  ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ.

➡ სასტუმროს ფოიესა და დარბაზში გაიმართა სასკოლო პროექტების გამოფენა. აჭარის სკოლების მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს მათ მიერ შემუშავებული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს სკოლის საჭიროებების მოგვარებას.  მოსწავლეებმა ადგილობრივ კერძო სექტორს 13 სხვადასხვა პროექტი წარუდგინეს, რათა ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ პროექტების განხორციელებას.

➡ ღონისძიების მსვლელობისას დაჯილდოვდნენ: “აჭარისწყალი ჯორჯია”, “ჰილტონ ბათუმი” და ”აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა” გასულ აკადემიურ წელს მოსწავლეთა პროექტების მხარდაჭერისათვის.

➡ პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. აჭარის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ა(ა)იპ „ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“.