აჭარის პედაგოგთა IX რეგიონული კონფერენცია

➡️ 2025 წლის 20 სექტემბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის სააქტო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა აჭარის პედაგოგთა მეცხრე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.

➡️ კონფერენციის პლენარული სხდომა გახსნა - აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში - ლალი ლომთათიძემ.

➡️ IX კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - ეკატერინე ხუციშვილი; ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე; ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: კახაბერ ჩაკვეტაძე; მარიზა აბაშიძე; ნათია თავდგირიძე.

➡️ აჭარის პედაგოგთა IX რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი 186 მასწავლებელმა გამოთქვა. მათ შორის, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე, ექსპერტთა მიერ კონფერენციისათვის შეირჩა 106 საუკეთესო მოხსენება. კონფერენციას მსმენელის სტატუსით ესწრებოდა 80 დარეგისტრირებული მსმენელი აჭარის სკოლებიდან.

➡️ კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა სექციურ მუშაობას რვა მიმართულებით:

• ქართული ენა და ლიტერატურა - (მოდერატორები: მ. აბაშიძე / ნ.თავდგირიძე)

• განათლების დაწყებითი საფეხური - (მოდერატორები: დ. თურმანიძე / ნ. ვაშალომიძე)

• გეოგრაფია/ისტორია/სამოქალაქო განათლება - (მოდერატორები: ლ,რევიშვილი / ნ. ტავლალაშვილი/კ. ჩაკვეტაძე

• უცხოური ენები -  (მოდერატორები: დ. აბურჯანია / ნ. ალანია

• მათემატიკა / ფიზიკა /კომპიუტერული ტექნოლოგიები -  (მოდერატორები: ე. თურმანიძე / გ. სალია

• ქიმია / ბიოლოგია / ბუნებისმეტყველება -  (მოდერატორები: ნ. კობახიძე / ნ. ვარდმანიძე / მ. სალაძე

• ხელოვნება/ მუსიკა / სპორტი -  (მოდერატორები: თ.ძველაია / ლ. კონცელიძე / გ. კერესელიძე

• განათლების მართვა /ინკლუზიური განათლება -  (მოდერატორები: ნ. მგელაძე / თ. გოგიშვილი

➡️ აჭარის პედაგოგთა IX კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის სკოლების პედაგოგები, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოწვეული სტუმრები აჭარის საგანმანათლებლო რესურს ცენტრებიდან.