სექციური მუშაობა აჭარის პედაგოგთა IX რეგიონულ კონფერენციაზე

☑️ აჭარის განათლების ფონდში გაიმართა აჭარის პედაგოგთა მეცხრე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.

☑️ აჭარის პედაგოგთა IX რეგიონული კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა რვა სექციურ მუშაობას. სექციებში მუშაობა დაიგეგმა ორ სესიად  და წარიმართა შემდეგი მიმართულებებით:

- ქართული ენა და ლიტერატურა - 17 მოხსენება

- დაწყებითი განათლება - 21 მოხსენება

- საზოგადოებრივი მეცნიერებები - 12 მოხსენება

- უცხოური ენები - 15 მოხსენება

- ტექნიკური  მეცნიერები - 19 მოხსენება

- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 14 მოხსენება

- ესთეტიკური აღზრდა, სპორტი - 16 მოხსენება

- განათლების მართვა, ინკლუზიური განათლება - 12 მოხსენება

☑️  სექციებში გაიმართა  კონფერენციაზე წარმოდგენილი 126 პრეზენტაციის წარდგენა/განხილვა. პრეზენტაციებს შორის მიმდინარეობდა 5-წუთიანი დისკუსია-განხილვა, რომლის დროს მომხსენებლები იღებდნენ უკუკავშირს სექციის მოდერატორებისაგან და პასუხობდნენ კითხვებს დამსწრე პედაგოგებისაგან.