აჭარის პედაგოგთა IX რეგიონული კონფერენცია - შეჯამება

✅ 2025 წლის 20 სექტემბერს, აჭარის განათლების ფონდში საზეიმოდ დაიხურა აჭარის პედაგოგთა მეცხრე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.
✅ აჭარის პედაგოგთა კონფერენცია არის ფორუმი, სადაც პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, სადაც მასწავლებლები ამდიდრებენ ერთმანეთს საინტერესო იდეებით, სწავლების ეფექტიანი საშუალებებით. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ამ ურთიერთობას.
✅ კონფერენციის დახურვაზე მონაწილეებს მიესალმა აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას: პედაგოგებს, ექსპერტებს და აჭარის განათლების ფონდის ადმინისტრაციას IX რეგიონული კონფერენციის წარმატებით ჩატარებისათვის.
✅ კონფერენციის სექციების მუშაობა შეაჯამეს მოდერატორებმა, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის ტრენერებმა: მარიზა აბაშიძემ და ნათია თავდგირიძემ (ქართული ენისა და ლიტერატურის სექცია); დალი აბურჯანიამ და ნინო ალანიამ (უცხოური ენების სექცია); ნინო ვაშალომიძემ და დალი თურმანიძემ (დაწყებითი განათლების სექცია); ეკატერინე თურმანიძემ და გვანცა სალიამ (ტექნიკური საგნების სექცია); ნინო ტავლალაშვილმა, ლუიზა რევიშვილმა და კახაბერ ჩაკვეტაძემ (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექცია); ლალი კონცელიძემ, თამარ ძველაიამ და გივი კერესელიძემ (ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის სექცია); ნატალია მგელაძემ და თამარ გოგიშვილმა (განათლების მართვისა და ინკლუზიური განათლების სექცია). ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ აჭარის პედაგოგთა IX კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა ხარისხი იყო მაღალი, ხოლო მათი თემატიკა - მრავალფეროვანი.
✅ აჭარის პედაგოგთა IX რეგიონული კონფერენციაზე სექციებში წარმოდგენილი პრეზენტაციები შეფასდა შესაბამისი რუბრიკით და მოდერატორებმა სექციაში გამოავლინეს თითო საუკეთესო მომხსენებელი, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო.
✅ დასასრულს, კონფერენციის ყველა მონაწილეს: მომხსენებელსა და მსმენელს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.