აჭარის პედაგოგთა IX რეგიონული კონფერენცია - შეჯამება

✅ 2025 წლის 20 სექტემბერს, აჭარის განათლების ფონდში საზეიმოდ დაიხურა აჭარის პედაგოგთა მეცხრე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.

აჭარის პედაგოგთა კონფერენცია არის ფორუმი, სადაც პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, სადაც მასწავლებლები ამდიდრებენ ერთმანეთს საინტერესო იდეებით, სწავლების ეფექტიანი საშუალებებით. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ამ ურთიერთობას.

✅ კონფერენციის დახურვაზე მონაწილეებს მიესალმა აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას: პედაგოგებს, ექსპერტებს და აჭარის განათლების ფონდის ადმინისტრაციას IX რეგიონული კონფერენციის წარმატებით ჩატარებისათვის.

✅ კონფერენციის  სექციების მუშაობა შეაჯამეს მოდერატორებმა, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის  ტრენერებმა: მარიზა აბაშიძემ და ნათია თავდგირიძემ (ქართული ენისა და ლიტერატურის სექცია); დალი აბურჯანიამ და  ნინო ალანიამ (უცხოური ენების სექცია); ნინო ვაშალომიძემ და დალი თურმანიძემ (დაწყებითი განათლების სექცია); ეკატერინე თურმანიძემ და გვანცა სალიამ (ტექნიკური საგნების სექცია); ნინო ტავლალაშვილმა, ლუიზა რევიშვილმა და კახაბერ ჩაკვეტაძემ (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექცია); ლალი კონცელიძემ, თამარ ძველაიამ და გივი კერესელიძემ (ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის სექცია); ნატალია მგელაძემ და თამარ გოგიშვილმა (განათლების მართვისა და ინკლუზიური განათლების სექცია). ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ  აჭარის პედაგოგთა IX კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა ხარისხი იყო მაღალი, ხოლო მათი თემატიკა - მრავალფეროვანი.

✅ აჭარის პედაგოგთა IX რეგიონული კონფერენციაზე სექციებში წარმოდგენილი პრეზენტაციები შეფასდა შესაბამისი რუბრიკით და მოდერატორებმა  სექციაში  გამოავლინეს თითო საუკეთესო მომხსენებელი, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

✅ დასასრულს, კონფერენციის ყველა მონაწილეს: მომხსენებელსა და მსმენელს  შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.