ფიზიკის მასწავლებელთა (2026 წ.) ცერნში სტაჟირება დასრულდა
✅ ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში - CERN დასრულდა ქართველი მასწავლებლების სტაჟირება, რომელიც მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებასა და სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას სკოლებში. ფიზიკის მასწავლებლები, რომლებიც 2026 წლის 1-6 მარტს ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდნენ, საქართველოში დაბრუნდნენ.
✅ აჭარიდან ცერნში იყვნენ ფიზიკის მასწავლებელთა 2026 წლის სტაჟირების კონკურსის გამარჯვებული პედაგოგები: თამაზ ბერიძე (სსიპ ბათუმის №6 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი); თამარ ერქომაიშვილი (სსიპ ბათუმის №8 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი); ზაურ გამიშიძე (სსიპ ბათუმის №6 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი); რუსუდან საკანდელიძე (სსიპ ბათუმის №25 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი). ჯგუფს კოორდინირებას უწევდა ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - დურმიშხან შავიშვილი.
✅ ერთი კვირის განმავლობაში მასწავლებლებმა დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ცერნის მასწავლებელთა პროგრამის ხელმძღვანელის - ჯეფ ვინერის მასტერ-კლასის დროს ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები.
✅ ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსების სემინარები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე, სამეცნიერო მიღწევებსა და ამ კვლევების დანიშნულებაზე, ფიზიკის როლსა და საჭიროებაზე სხვადასხვა პროფესიების და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაზე: ალექსი მესტვირიშვილი (აიოვას უნივერსიტეტი, აშშ), ვახტანგ ქართველიშვილი (ლანკასტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), ქეთი ქააძე (კანზასის უნივერსიტეტი, აშშ), იური ბაღათურია (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო), ირაკლი მინაშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო), გივი სეხნიაიძე (ნეაპოლის უნივერსიტეტი, იტალია), ალექსი გონგაძე (საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველო).
✅ სტაჟირების დასასრულს, მასწავლებელთა პროგრამის ხელმძღვანელმა - ჯეფ ვინერმა ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.
✅ აჭარის ფიზიკის მასწავლებელთა ცერნში სტაჟირება სრულად დააფინანსა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ. უცხოეთში სტაჟირების აღნიშნულ პროგრამას ბათუმის მასწავლებლის სახლი 2016 წლიდან ახორციელებს.






