პოლონელი მასწავლებლები აჭარის განათლების ფონდში
2026 წლის 4 ივნისს მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აჭარას ქვემო სილეზიის ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების 10 პედაგოგი ეწვია.
პედაგოგებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე და განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს პედაგოგთა პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობის გაღრმავებას.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი ტრენინგები, თემატური შეხვედრები. სტუმრები გაეცნობიან რეგიონის კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს.
პროექტი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება რეგიონებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.






