შუახევის მასწავლებელთა VIII მუნიციპალური კონფერენცია

☑️ მიმდინარე წლის 13 ივნისს  შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით სსიპ დაბა შუახევის საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა შუახევის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების VIII მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით „სკოლის მართვა, სწავლა სწავლებისა და განათლების თანამედროვე მიდგომები“.

☑️ კონფერენციის მიზანი იყო - პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა, ადმინისტრაციის წევრებისა და კლასის დამრიგებლების პროფესიული, პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა. სკოლის და კლასის მართვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა. ადმინისტრაციის და კლასის დამრიგებლების პროფესიული განვითარება.

☑️ კონფერენცია ჩატარდა - აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.

☑️ კონფერენციას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი; აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე; აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე; შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე; შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე; ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერები. შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, სკოლის დირექტორები.

☑️კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 140-ზე მეტმა პედაგოგმა მათ შორის იყო 52  მომხსენებელი. სექციური მუშაობა ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, სახვითი ხელოვნება, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სპორტი, რუსული ენა, ინგლისური ენა; სკოლისა და კლასის მართვა. მონაწილე მასწავლებლებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.