ვორქშოფი გეოგრაფიის სწავლებაში პოლონელი პედაგოგებისათვის

✅ 2025 წლის 24 აპრილს, მასწავლებელთა  უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ვორქშოფი გეოგრაფიის სწავლებაში.

✅ სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი - "მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისას” ჩაატარა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერმა  - ლუიზა რევიშვილმა.

ვორქშოფის მიზნები იყო: გეოგრაფიის გაკვეთილზე გამოყენებული სხვადასხვა  გეოგრაფიული რესურსის მნიშვნელობის  გაცნობა/გაზიარება კოლეგებისათვის. კერძოდ: სხვადასხვა სახის გეოგრაფიული რუკების/ დიაგრამების გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისას; ფოტოების, კომიქსების, კარიკატურის  დანიშნულებისა და მნიშვნელობის წარმოჩენა გეოგრაფიის გაკვეთილზე; ინფოგრაფიკების, პოსტერების და სხვა რესურსების, როგორც გეოგრაფიული  წყაროების მნიშვნელოვანი ელემენტების წარდგენა გეოგრაფიის სწავლებისას; აუდიტორიის წევრთა მიერ საკუთარი გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის.

ვორქშოფის შედეგები: უცხოელ კოლეგებთან  გამოცდილების გაზიარება დაგვეხმარება მათგან  გარკვეული ხედვის/იდეების მიღებაში; მოცემული რესურსების სხვა რა კურსით დანახვაში;  რესურსების ახალ/სხვა ვარიანტებზე დაფიქრებას/შემუშავებაში; რესურსების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაში.

ვორქშოფის აღწერა: ტრენერმა  ისაუბრა  ჩანაწერზე ესგ-ში  რესურსების მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე გეოგრაფიაში, ყურადღება გაამახვილა  ფრაგმენტებზე, სადაც მითითებულია   რესურსების შექმნის შესაძლებლობა და გამოყენება; დაადასტურა, თუ რამდენად გათვალისწინებულია ესგ-ში რესურსებზე მუშაობის შესაძლებლობა. ნიმუშებად მოიყვანა მაგალითები სხვადასხვა მასწავლებლების პრაქტიკიდან. მან ასევე ჩაატარა ინტერაქტიული პრეზენტაცია  რუკების შესახებ. პრეზენტაციის გამოყენებით მოკლედ ისაუბრა ფოტოების, კომიქსებისა და კარიკატურების გამოყენებაზე გეოგრაფიაში.   

✅ ვორქშოფების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე; მასწავლებლის სახლის საგნობრივი კოორდინატორები - სოფიკო თენიეშვილი და ანა ლამპარაძე.