პოლონელი პედაგოგები ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში

✅ 2025 წლის 23 აპრილს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს ეწვია პოლონეთის,  ქვემო სილეზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების - ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების 12 პედაგოგი, რომლებიც მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან აჭარაში.

✅ ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი თავდაპირველად, როგორც სასკოლო მუზეუმი დაარსდა 1908 წელს პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებელთან არსებული საბავშვო მუზეუმების ბაზაზე. 1924 წელს მუზეუმი მოათავსეს ერთსართულიანი ხაზინის შენობაში.

✅ 1939 წლიდან მუზეუმი ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, მას შემდეგ რაც მუზეუმმა დაიწყო ექსპედიციები აჭარის მასშტაბით და თავი მოუყარა ნამდვილ სამუზეუმო ნივთიერ მასალას.

✅ 2005 წლიდან მუზეუმი ხარიტონ ახვლედიანის სახელს ატარებს. მუზეუმში დაცულია 180000-მდე ექსპონატი - უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერი და დოკუმენტური მასალა, აჭარის ფლორისა და ფაუნის ამსახველი ექსპონატები. მნიშვნელოვანია მუზეუმის ფონდში დაცული წერილობითი წყაროები, დაახლოებით 6000-მდე ერთეული, მათ შორისაა მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერები და უნიკალური წიგნადი ფონდი.

✅ პოლონელი სტუმრები დიდი ინტერესით გაეცვნენ მუზეუმის ისტორიას და წარმოდგენილ ექსპოზიციას.