პოლონელი პედაგოგები დაბა ქედის საჯარო სკოლაში

☑️ 2025 წლის 25 აპრილს დაბა ქედის საჯარო სკოლას ეწვია პოლონეთის,  ქვემო სილეზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების - ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების 12 პედაგოგი, რომლებიც მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან აჭარაში. პოლონელ პედაგოგთა ჯგუფს ხელმძღვანელობს -  ქვემო სილეზიის მასწავლებელთა განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე - ჯოანა კაჩმარსკა.

☑️ სტუმრებს მიესალმნენ: დაბა ქედის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსის - დურმიშხან შავიშვილი და დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი - თამარ აბულაძე. მათ მოკლედ ისაუბრეს 100-წლიანი სკოლის ისტორიისა და მიღწევების შესახებ და სტუმრებს სკოლის კაბინეტები დაათვალიერებინეს.

☑️ პოლონელი პედაგოგები ასევე დაესწრნენ გაკვეთილებს: გეოგრაფია - IX კლასი, პედაგოგი - მელანია მამუჭაძე; სამოქალაქო განათლება - VII კლასი, პედაგოგი - მზიური შავაძე; ისტორია - XI კლასი, პედაგოგი - მზია ხაბაზი.

☑️ გაკვეთილების შემდეგ სტუმრები შეხვდნენ მოსწავლეთა სასკოლო თვითმმართველობის, საგნობრივი კლუბების წევრებსა და მასწავლებლებს. შეხვედრა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

☑️ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, განათლების ფონდის საგნობრივი ტრენერები და კოორდინატორები.

☑️ სტაჟირების კულტურული პროგრამის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს მახუნცეთის ჩანჩქერი და თამარის თაღოვანი ხიდი.

☑️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამეგობრებულია პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოსთან. რეგიონებს შორის ბევრი საინტერესო კულტურული და შემეცნებითი პროგრამა ხორციელდება. გამოითქვა ვროცლავისა და ქედის სკოლების დამეგობრების სურვილი. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციასა და გამოცდილების გაზიარებას.