სამუშაო შეხვედრა ინკლუზიური განათლების მიმართულების ტრენერებთან

2017 წლის 18 მარტს ბათუმის მასწავლებლის სახლში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ინკლუზიური განათლების მიმართულების ტრენერებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აჭარის განათლებსი ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, ინკლუზიური განათლების პროგრამის კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია, მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა, ბათუმის მასწავლებლის სახლის ინკლუზიური განათლების მიმართულების ტრენერები: ინგა ზარანდია, ლელა თავდგირიძე და დალი თურმანიძე. შეხვედრაზე განიხილეს ინკლუზიურ განათლებაში განსახორციელებელი ტრენინგ-მოდულებისა და სამუშაო შეხვედრების საკითხები. ლალი ლომთათიძემ და ლელა თავდგირიძემ ისაუბრეს იმ სიახლეებზე, რომელიც შევიდა მოდულში „სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო კლასში“ და განიხილეს მოდულის განახლებული გეგმა. გადაწყდა მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართოს.