შუახევის მასწავლებელთა პირველი მუნიციპალური კონფერენცია

2017 წლის 25 მარტი შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა ხიჭაურის საჯარო სკოლაში ჩატარდა შუახევის მასწავლებელთა პირველი მუნიციპალური კონფერენცია: ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები”. კონფერენციის საზეიმოდ გახსნა: შუახევის რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძე. მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე - სულიკო თებიძე; შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ტარიელ ებრალიძე; ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში - ლალი ლომთათიძე; საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ლევან ნატარიძე. კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა პლენარულ და სექციურ მოხსნებებს შემდეგი მიმართულებებით: ქართული ენა და ლიტერატურა; გეოგრაფია/ისტორია/სამოქალაქო განათლება; ქიმია/ბიოლოგია/მათემატიკა. სექციურ ჯგუფებში სულ წარმოდგენილი იყო 36 მოხსენება. სექციის ხელმძღვანელები იყვნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები. მუშაობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოხსენებებს შორის იმართებოდა ხუთწუთიანი დისკუსია - განხილვა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ: აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, აჭარის განათლების ფონდის ბათუმის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერები. შუახევის რაიონის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, სკოლის დირექტორები. კონფერენციის ორგანიზატორი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო შუახევის რესურსცენტრი. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი; შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა; საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაცია. დასასრულს ყველა მომხსენებელი და მონაწილე სერტიფიკატებით დააჯილდოეს.