ქედის მასწავლებელთა პირველი მუნიციპალური კონფერენცია

2017 წლის 10 ივნისს ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქედის საჯარო სკოლაში ჩატარდა ქედის მასწავლებელთა პირველი მუნიციპალური კონფერენცია: ,,სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მიდგომები”. კონფერენცია საზეიმოდ გახსნა ქედის რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა. მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში - ლალი ლომთათიძე და ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივი მიმართულებების ტრენერები. კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა პლენარულ და სექციურ მოხსენებებს. სექციურ ჯგუფებში სულ წარმოდგენილი იყო 14 მოხსენება. სექციის მოდერატორები იყვნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები. - ჰუმანიტარული (ქართული ენა და ლიტერატურა/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება), მოდერატორი - ნათია თავდგირიძე - საბუნებისმეტყველო/ტექნიკური (მათემატიკა, ბუნებისმეტყველება), მოდერატორები - ეკატერინე თურმანიძე და ნანა ვარდმანიძე - უცხოური ენები (ინგლისური, რუსული, გერმანული), მოდერატორი - თინათინ კვაჭაძე მოხსენებებს შორის იმართებოდა ხუთწუთიანი დისკუსია - განხილვა. კონფერენციიის მსვლელობას და სექციებში მუშაობას გაეცვნენ: აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე - სულიკო თებიძე და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ: ბათუმის მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები, ქედის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, სკოლის დირექტორები და საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა სამი წარმომადგენელი ქედაში. კონფერენციის ორგანიზატორი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქედის რესურსცენტრი. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ქედის რაიონული ორგანიზაცია. დასასრულს ყველა მომხსენებელი და მონაწილე სერტიფიკატებით დააჯილდოეს.