ფოთის მასწავლებელთა კონფერენცია - „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის და გამოცდილებისა გაზიარება“.

2015 წლის 28 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქ.ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით სსიპ ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია - „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება“.
კონფერენცია მიზნად ისახავდა მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენციის გამარჯვებული პედაგოგებისა და აჭარის პირველი რეგიონული კონფერენციის მონაწილე ტრენერების წარმატებული პრაქტიკის წარმოდგენას ფოთის პედაგოგიური საზოგადოებისთვის,  აგრეთვე სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფების გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის დემონსტრირებას და სასკოლო ქსელის შექმნას.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე, საგნობრივი კოორდინატორები: გ. მიქელაძე, ხ. ბერიძე, ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები და ქ. ბათუმის №5 საჯარო სკოლის ფიზიკის წარმატებული  პედაგოგი - ქეთევან ბასილაძე.
 
ქართული ენა და ლიტერატურა/დაწყებითი განათლება:
           ელისო ვადაქარია, რუსუდან ნადარეიშვილი, მაია მენაბდე, მანანა სანიკიძე,    
           ხათუნა ღაღანიძე, ნათია თავდგირიძე (ქართული ენა და ლიტერატურა); 
           ნინო ვაშალომიძე, დალი თურმანიძე, მზია სალაძე (დაწყებითი განათლება).
ინგლისური ენა:
           ნინო ალანია, დალი აბურჯანია.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
           ნუკრი კობახიძე (ქიმია), თალიკო ჯაყელი (ქიმია), 
           მანანა ლემსაძე (ბიოლოგია), ქეთევან ბასილაძე (ფიზიკა).
 
       დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ „ მადლობის ფურცელი“.