ქობულეთის პედაგოგთა კონფერენცია

2015 წლის 15 ოქტომბერს, 15.00 საათზე ქობულეთის რესურს-ცენტრის სააქტო დარბაზში გაიმართა მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია "განათლება შემოქმედებაა..."
კონფერენცია გახსნა ქობულეთის რესურს ცენტრის უფროსმა ქალბატონმა მადონა გოგიტიძემ.
მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა ლალი ლომთათიძემ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყოს ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგთა შემოქმედება: მხატვრული ნაწარმოებები (ლექსი, მოთხრობა), ფერწერული ტილოები, ნაქარგები, ნახატები, ანიმაციური ფილმი, ვიდეოფილმი, გამოგონება (დენის წყაროს დანადგარი).
ყოველი ნაშრომის წარდგენის შემდეგ მოკლე დისკუსია წარიმართა. პედაგოგთა ნამუშევრებმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონფერენციას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილების წარმომადგენლები, ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი გიული მიქელაძე.
დასასრულს, მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.