ხელვაჩაურის პედაგოგთა კონფერენცია

2015 წლის 19 ნოემბერს ჩატარდა აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პირველი მუნიციპალური კონფერენცია: “ინოვაციები საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში“ .
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგთა 20-ზე მეტი მოხსენება. 
კონფერენცია გახსნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა ნევრესტან დიდმანიძემ.
 
პედაგოგებს მიესალმნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე და ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე.
მოწვეული სტუმრის სტატუსით კონფერენციას ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნუკრი კონახიძე, ქეთევან ბასილაძე, თამილა თალაკვაძე და საგნობრივი მიმართულების კოორდინატორი: გიული მიქელაძე.