ბათუმის მასწავლებელთა IX საქალაქო კონფერენცია

2025 წლის 18 ივნისს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი მურვანიძესთან ერთად მე-16 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა მეცხრე საქალაქო კონფერენციას დაესწრო.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.

კონფერენციას 230 პედაგოგი დაესწრო და წარმოდგენილი იყო 74 მოხსენება.