ხულოს მასწავლებელთა მეხუთე მუნიციპალური კონფერენცია

☑️ 2025 წლის 20 ივნისს, სსიპ დაბა ხულოს საჯარო სკოლაში, ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, გაიმართა მასწავლებელთა მე-5 მუნიციპალური კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები"

☑️ კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური და ციფრული მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში, ინკლუზიური განათლების პრინციპების ინტეგრაცია, კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა და სკოლებისა და კლასების ეფექტური მართვის პრაქტიკის გაზიარება.

☑️ კონფერენცია ჩატარდა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის ( ბათუმის მასწავლებლის სახლისა) და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ხულოს რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.

☑️ ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, მერის მოვალეობის შემსრულებელი - ჯამბულატ მელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - ვახტანგ ბერიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე - რენარ ბოლქვაძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, ხულოს რესურსცენტრის უფროსი - რამაზ გელაძე,  ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები, ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები და დირექტორები.

☑️ კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო ხულოს რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლის 36-მა პედაგოგმა, რომლებმაც სხვადასხვა საგნობრივ სექციებში გააზიარეს საკუთარ გამოცდილება  და პრაქტიკა.  ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატები.