ყურადღება, გასაუბრება! საზოგადოებრივ მეცნიერებათა ბლოკის მასწავლებლების უცხოეთში სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებელთა სახლის) მიერ გამოცხადებული  საზოგადოებრივი მეცნიერებათა ბლოკის   მასწავლებლების უცხოეთში (ქ. ვროცლავი, პოლონეთი) სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჩატარდება 2025  წლის 9 ივლისს ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად.

კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.კონკურსის შედეგად შეირჩევა: 4 ისტორიის, 3 გეოგრაფიისა და 3  სამოქალაქო განათლების პედაგოგი. კანდიდატი,  რომელიც არ გამოცხადდება დადგენილ დროს, მოიხსნება შესარჩევი კონკურსიდან!!! 

კონკურსის მე-2 ეტაპის - გასაუბრების  თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე....

სტაჟირების  შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში,  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის  ქუჩა #123, მე-2 სართული, N2 აუდიტორია; ინდივიდუალურ  განრიგში  მოცემული ინფორმაციის  (თარიღი, დრო) მიხედვით.

გასაუბრების ინდივიდუალური განრიგის გასაცნობად გადადით ბმულზე...