ხელვაჩაურის მასწავლებელთა XI მუნიციპალური კონფერენცია
✅ 2026 წლის 16 ივნისს ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში გაიმართა ხელვაჩაურის მასწავლებელთა მე-11 მუნიციპალური კონფერენცია - “სწავლა - სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები”.
✅ კონფერენციის მიზანი იყო - საინტერესო პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის, სასწავლო პროცესის დაფუძნება კომპლექსურ დავალებებზე, განათლების ხარისხის მართვის აქტუალური საკითხები და ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა.
✅ კონფერენცია ჩატარდა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.
✅ კონფერენციას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე, ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე, ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერ- მასწავლებლები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები, სკოლის დირექტორები.
✅ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 130-ზე მეტმა პედაგოგმა, მათ შორის იყო 57 მომხსენებელი. კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.






