ბათუმის პედაგოგთა X საქალაქო კონფერენცია

2026 წლის 19  ივნისს, ბათუმის რესურსცენტრის ორგანიზებით ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლაში გაიმართა ბათუმის პედაგოგთა X საქალაქო კონფერენცია - „სწავლა/სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.

მასწავლებელთა კონფერენციას ესწრებოდნენ: აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე - ჯემალ სურმანიძე, ბათუმის რესურსცენტრის უფროსი - გოჩა დავითაძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფესიული კავშირის ბათუმის საქალაქო  ორგანიზაციის თავმჯდომარე - გულნარა ბზიკაძე.

 კონფერენციაში მონაწილეობდა ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების 350-მდე პედაგოგი. მასწავლებლებმა წარადგინეს 103 მოხსენება, რომლებიც გადანაწილებული იყო სხვადასხვა მიმართულების 8 საგნობრივ სექციაში.

 კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, საინტერესო და ინოვაციური პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა-გაზიარება.

 წარმოდგენილი თემები, დამსწრე პედაგოგებთან ერთად მოისმინეს და შეაფასეს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერებმა, რომლებსაც მომხსენებლებთან ერთად გადაეცათ სერტიფიკატები.

ბათუმის პედაგოგთა X საქალაქო კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ბათუმის საქალაქო ორგანიზაცია, ბათუმის N16 საჯარო სკოლა, ბათუმის N2 საჯარო სკოლასთან არსებული ხალხური სიმღერისა და საკრავების ანსამბლი ,,გნოლი“, ბათუმის N15 საჯარო სკოლასთან არსებული ანსამბლი ,,თოლია“.