საგნობრივი ტრენინგი გეოგრაფიის მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს  საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები  აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.

✅ 2026 წლის 20-24  ივნისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვს საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ  საგანში  (გარდა გეოგრაფიისა), Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული  ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი გეოგრაფიაში“.  

✅ ტრენინგ-მოდულს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლუიზა რევიშვილი. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულის  მიზანი იყო:  გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა გეოგრაფიის ძირითადი თემების მიმართულებით (გეოგრაფიული რუკა, დედამიწის ბუნებრივი რესურსები, გეო-სფეროები და გეოგრაფიული კანონზომიერებები, კონტინენტები, საქართველოს ბუნებრივი და საზოგადოებრივი სისტემების გეოგრაფია, გლობალური გეოგრაფია) და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.

✅ ტრენინგ მოდულის დასრულების შედეგად მონაწილეები გაეცვნენ:

• გეოგრაფიული რუკისა და სხვა გეოგრაფიული  წყაროების კითხვის წესებს

• გეო-სფეროებს და გეოგრაფიული გარსის კანონზომიერებებს

• კონტინენტების და საქართველოს ფიზიკური და საზოგადოებრივი გეოგრაფიის ძირითად საკითხებს;

• საგამოცდო დავალებების ტიპებს

✅ 21 ივნისს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.