საგნობრივი ტრენინგები ქართული ენის (1-6 კლ.) მასწავლებლებისათვის

☑️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს  საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები  აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.

☑️ 2026 წლის 20-24  ივნისსა და 26-30 ივნისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საბაზო და საშუალო საფეხურზე (VII-XII), Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ექვსი ვებინარული  ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთათვის “. 

☑️ ტრენინგ-მოდულს ატარებდნენ:  ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მარიზა აბაშიძე, ნათია თავდგირიძე, რუსუდან ნადარეიშვილი და თინათინ გიორგაძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.

☑️ ტრენინგ-მოდულის  მიზანი იყო:  გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა ქართული ენისა და ლიტერატურის ძირითადი თემების მიმართულებით და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.

☑️ კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები: ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეები: გაეცნობიან საგნის გამოცდის ტესტის სტრუქტურასა და შეფასების სქემას; შეძლებენ შეცდომათა ტიპების კლასიფიკაციას, შეცდომათა მიზეზების ანალიზს, ტექსტის რედაქტირებას; შეძლებენ საგამოცდო ტესტის გრამატიკული ნაწილის მსგავსი დავალებების შესრულებას; გააცნობიერებენ ტექსტის გააზრების სტრატეგიების მნიშვნელობას, შეძლებენ ტექსტის გაგებაზე ორიენტირებული შეკითხვების სახეების იდენტიფიცირებას და შეკითხვების ფორმულირებას; გაიაქტიურებენ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების შესახებ ცოდნას; გაიაზრებენ არამხატვრული ტექსტის სპეციფიკას, გააანალიზებენ არამხატვრულ ტექსტს აბზაცებით კითხვის სტრატეგიის გამოყენებით; შეძლებენ ესეს შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე ნაწერის შეფასებას; შეძლებენ დავალების პირობაზე დაყრდნობით პოზიციის, არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების ფორმულირებას; შეძლებენ არგუმენტირებული ესეს დაწერას, ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებას.

☑️ ექვსივე ჯგუფში ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.