ქ. ვროცლავში სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები

➡️ 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად ჩატარდა უცხოეთში (ქ. ვროცლავში) საზოგადოებრივი მიმართულების საგანთა  მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება.

➡️ გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება ქონდა იმ  22 კანდიდატს, რომლებმაც  გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კანდიდატების შეფასების თემატიკა და   კრიტერიუმები წინასწარ იყო გამოქვეყნებული იყო  ორგანიზაციის საიტზე.

➡️ საკონკურსო გასაუბრების კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: სულიკო თებიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; დარინა მსხალაძე - აჭარის არ განათლებისა და სპორტის სამინისტროს  განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ლალი ლომთათიძე - განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე; ედუარდ მიქელაძე -  განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე; ლუიზა რევიშვილი - ბათუმის მასწავლებლის სახლის  ტრენერი; ინგა მოსიძე - ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი; კახაბერ ჩაკვეტაძე - ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი; ნინო ტავლალაშვილი - ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი.

➡️ კონკურსის მეორე ეტაპზე  სამ საგნობრივ მიმართულებაში გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებული:

✅ სამოქალაქო განათლება:

- ხიმშიაშვილი ამირან - (შუახევი, დაბაძველის საჯარო სკოლა)

- ტაკიძე თედო - (ქობულეთი, ჩაქვის 1-ლი საჯარო სკოლა)

- ხინთიბიძე მაკა - (ქ. ბათუმი, მე-8 საჯარო სკოლა)

✅ ისტორია:

- დუმბაძე ლევან - (ქ. ბათუმის, მე-6 საჯარო სკოლა)

- ტაკიძე ლია - (ხელვაჩაური, სალიბაურის მე-2 საჯარო სკოლა)

- ხაბაზი მარინე - (ქობულეთი, ოჩხამურის საჯარო სკოლა)

- წულუკიძე ნანა - (ქ. ბათუმის მე-15 საჯარო სკოლა)

- შაქარიშვილი სულხან - (ქ. ქობულეთი, 1-ლი საჯარო სკოლა)

✅ გეოგრაფია:

- ტოტოჩავა-შველიძე ლია - (ქ. ბათუმი, 1-ლი საჯარო სკოლა)

➡️ გეოგრაფიის მიმართულებით დარჩენილ თავისუფალ ვაკანსიებზე კონკურსი განმეორებით გამოცხადდება!

➡️ პოლონეთში, ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრში (ქ. ვროცლავი) საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულების საგანთა მასწავლებლების ერთკვირიანი სტაჟირება  განხორციელდება მიმდინარე წლის 4-11 ოქტომბერს.  სტაჟირება  სრულად დაფინანსდება  აჭარის არ განათლების და სპორტის სამინისტროსა და ქვემო სილეზიის მთავრობის მიერ.