საგნობრივი ტრენინგები მათემატიკის (7-12 კლ.) მასწავლებლებისათვის
☑️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.
☑️ 2026 წლის 26-30 ივნისსა და 1-5 ივლისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნებში: მათემატიკა დაწყებითი საფეხური (I-VI), ან/და ფიზიკა, ან/და კომპიტერული ტექნოლოგიები Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა სამი ჯგუფისათვის ვებინარული ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი მათემატიკაში (საბაზო-საშუალო საფეხური)“.
☑️ ტრენინგ-მოდულს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - როინ ნაკაიძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
☑️ ტრენინგ-მოდულის მიზანი იყო: გაუღრმავოსმონაწილეებს საგნობრივი ცოდნა საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის ძირითადი თემების მიმართულებით და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.
☑️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მონაწილეთა საგნობრივი კომპეტენციის ამაღლება უმაღლესი და სასკოლო მათემატიკის რთულ საკითხებში, საგამოცდო ტესტის სტრუქტურის სპეციფიკის გაცნობა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების ინტეგრირება დამოუკიდებელი მეცადინეობისა და სწავლების პროცესში.
☑️ სამივე ჯგუფში ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.






