საგნობრივი ტრენინგი ფიზიკის მასწავლებლებისათვის
➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.
➡️ 2026 წლის 1-5 ივლისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ სხვა საგანში და/ან მათემატიკაში და/ან საინფორმაციო ტექნოლოგიებში, Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი ფიზიკაში“.
➡️ ტრენინგ-მოდულს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ქეთევან ბასილაძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულის მიზანი იყო: გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა ფიზიკის ძირითადი თემების მიმართულებით, როგორიცაა მექანიკა, ოპტიკა, სითბური მოვლენები და თერმოდინამიკა. ელექტრომაგნეტიზმის, ატომური და ბირთვული ფიზიკა, მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.
➡️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მსმენელები აღმოფხვრიან ფიზიკის თეორიულ ცოდნაში არსებულ ხარვეზებს; გაიუმჯობესებენ ფიზიკის ამოცანების ამოხსნის უნარებს;
➡️ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.






