საგნობრივი ტრენინგი ბიოლოგიის მასწავლებლებისათვის
☑️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.
☑️ 2026 წლის 1-5 ივლისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში (გარდა ბიოლოგიისა), Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი ქიმიაში“.
☑️ ტრენინგ-მოდულს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნანა ვარდმანიძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
☑️ ტრენინგ-მოდულის მიზანი იყო: გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა ბიოლოგიის ძირითადი თემების მიმართულებით (უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია, გენეტიკა, ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია, ბიომრავალფეროვნება, ევოლუცია და ეკოლოგია) და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.
☑️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: ტრენინგ-მოდულის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ცოდნის დემონსტრირებას ბიოლოგიის საკვანძო თემებიდან; სხვადასხვა ტიპის ტესტური დავალებების შესრულებას; ილუსტრაციების, გრაფიკების, სქემების ანალიზსა და ინტერპრეტაციას.
☑️ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.






