ქ. ვროცლავში სტაჟირების განმეორებითი კონკურსის გამარჯვებულები
✅ 2026 წლის 7 აგვისტოს ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად ჩატარდა უცხოეთში (ქ. ვროცლავში) საზოგადოებრივი მიმართულების ბლოკის (გეოგრაფიის) მასწავლებლების სტაჟირების განმეორებითი კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება.
✅ გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება ქონდა იმ 12 კანდიდატს, რომლებმაც გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კანდიდატების შეფასების თემატიკა და კრიტერიუმები წინასწარ იყო გამოქვეყნებული იყო ორგანიზაციის საიტზე.
✅ საკონკურსო გასაუბრების კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: სულიკო თებიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; დარინა მსხალაძე - აჭარის არ განათლებისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი; ლალი ლომთათიძე - განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე; ედუარდ მიქელაძე - განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე; ლუიზა რევიშვილი - ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი.
✅ განმეორებითი კონკურსის მეორე ეტაპზე გეოგრაფიის საგნობრივ მიმართულებაში გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებული:
- გიორგაძე ლილი - (ქობულეთი, სოფელი ხალა)
- ცინარიძე ნათია (ქ. ბათუმი, 29-ე საჯარო სკოლა)
✅ პოლონეთში, ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრში (ქ. ვროცლავი) საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულების საგანთა მასწავლებლების ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება მიმდინარე წლის 4-11 ოქტომბერს. სტაჟირება სრულად დაფინანსდება აჭარის არ განათლების და სპორტის სამინისტროსა და ქვემო სილეზიის მთავრობის მიერ.






