ინგლისური ენის სამი პედაგოგი ლონდონის ზამთრის სკოლაში

2015 წელს „აჭარის განათლების ფონდი“/ბათუმის მასწავლებლის სახლი და ბრიტანეთის საბჭო საქართველოში ბათუმის საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგებისათვის ერთობლივად ახორციელებდნენ პროექტს “სასწავლო მეთოდოლოგიების გაუმჯობესება და ინგლისური ენის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა საჯარო სკოლებში”. შეირჩა 11 კვალიფიციური ტრენერი, რომელთაც პროგრამის დასაწყისში გაირეს ტრენერთა დახელოვნების კურსები. ბათუმის 27 სკოლიდან ტესტირების (Aptis) საფუძველზე შეირჩა 37 პედაგოგი. ყველა პედაგოგმა გაირა ბრიტანეთის საბჭოს სამი სახის სატრენინგო კურსი: - მასწავლებელთა ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესება. - მოსწავლეთა კომუნიკაციური შეფასების წარმოების უნარ-ჩვევების განვითარება (online). - საგაკვეთილო პროცესის მართვის უნარ-ჩვევების განვითარება. პროექტის შეჯამების ფაზაზე ჩატარდა კონფერენცია, სადაც პედაგოგები მოხსენებით წარსდგნენ. ბოლო ეტაპზე პროექტში მონაწილე პედაგოგებმა განმეორებით ჩააბარეს ბრიტანეთის საბჭოს მიერ მომზადებულ ინგლისური ენის ტესტს, რომელმაც შეაფასა თუ რამდენად გაუმჯობესდა მათი ენობრივი კომპეტენცია. სამმა მასწავლებელმა - მაია ფაღავამ, ფატიმა ნიჟარაძემ და იზოლდა ცინცაძემ, საგრძნობი პროგრესი აჩვენეს და განვითარების მნიშვნელოვან საფეხურს მიაღწიეს. 2016 წლის იანვარში ენის პროფესიული ფლობის თავიანთი უნარ-ჩვევების შემდგომი დახვეწის და ენის სწავლების მაღალკვალიფიცირებული ცოდნის მიღების მიზნით, ისინი სრული დაფინანსებით გაემგზავრნენ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ‘’EXCEL ENGLISH’’ ზამთრის სკოლაში, საიდანაც არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.