სკოლამდელი განათლების პირველი ტრენინგები ბათუმსა და ხელვაჩაურში
✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ახორციელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგებს.
✅ 2021 წლის 16-18; 23-25 ივლისს, ბათუმისა და ხელვაჩაურის სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის დაიგეგმა 1-ლი ტრენინგ მოდული: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები: პრინციპები, მიმართულებები და მეთოდოლოგიური საკითხები“, რომელიც „ზუმის“ პლატფორმაზე ჩატარდა.
✅ მოდული მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.
✅ ონლაინ ტრენინგს წყვილებში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თინათინ გიორგაძე და რიტა ნაკაშიძე (ბათუმი); ქეთევან კვაჭანტირაძე და ირმა გივრაძე (ხელვაჩაური).
✅ 1-ელ მოდულის საკითხებია: სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა; ხარისხიანი ადრეული განათლების პრინციპები; სოციალური გარემო ბაღში - ურთიერთობის ტიპები, პოზიტიური ურთიერთობის მნიშვნელობა; დროითი გარემო - განრიგი, ეფექტური განრიგის მახასიათებლები; სასწავლო გეგმა; ბავშვზე დაკვირვების სტრატეგიები; ბავშვის პორტფოლიოს შედგენა; კეთილდღეობა, უსაფრთხო გარემოს პრინციპები; ადრეული ინკლუზიური განათლების პრინციპები; მშობლის ჩართვის სტრატეგიები; აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტის სტრუქტურა და სხვა.
✅ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით - ლალი ლომთათიძე.
✅ ადრეული და სკოლამდელი განათლების ტრენინგ-პროგრამა სულ ექვს მოდულს მოიცავს. ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებისათვის.