ტრენინგი: „ტექნოლოგიების გამოყენება ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე“
✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2023 წლის 3-5 და 10-12 მარტს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე ბუნებისმეტყველების მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ეფექტური ონლაინ სწავლება და ტექნოლოგიების გამოყენება ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე უფროსი/წამყვანი მასწავლებლებისათვის“ წყვილში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მზია სალაძე და თამილა თალაკვაძე.
✅ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზნები:
• მასწავლებლები გაეცნონ ბუნებისმეტყველების საგაკვეთილო პროცესში ციფრული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს;
• პრაქტიკულად განახორციელონ აქტივობები.
✅ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მონაწილეები შეძლებენ ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ციფრული რესურსების შექმნასა და გამოყენებას მოსწავლეთა მოტივაციისა და სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, კერძოდ გაეცნობიან:
• Padlet -საზიარო დაფის გამოყენებას;
• Microsoft forms-ის გამოყენებას სასწავლო პროცესში
• ონლაინთამაშების და სხვადასხვა ციფრული რესურსების გამოყენებას
• Sway - პრეზენტაციის შექმნას და პრაქტიკაში გამოყენებას
• Book Creator - საგანმანათლებლო პროგრამას და გამოყენებას
• learningapps შესაძლებლობების გაცნობა და რესურსების შექმნა
• Wakelet საგანმანათლებლო სოციალური პლატფორმის გაცნობა
• Genially ორიგინალური მრავალფუნქციური პროგრამა
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
✅ 5 მარტს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.






