კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგები ხულოს სკოლებში

➡️ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) განაახლა  ტრენინგ- პროგრამა: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ (ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით), რომელსაც  2015 წლიდან ახორციელებს.

➡️ 2023 წლის  21-2 და 28-29 ოქტომბერს  ტრენინგ-კურსი დაიგეგმა ხულოს მუნიციპალიტეტის ორ  საჯარო სკოლაში: სოფ. მეკეიძეები და სოფ. ძმაგულა.

➡️ ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი  საკითხები: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური) ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტეგრირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ნასწავლის პრეზენტაციას სკოლები იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთებენ.

➡️ ტრენინგებს  ატარებდნენ ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი (სოფ. მეკეიძეების საჯარო სკოლა), ნანა ვარდმანიძე (სოფ. ძმაგულას საჯარო სკოლა).

➡️ 29 ოქტომბერს სკოლებში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, მიმართულების კოორდინატორი  - სოფო თენიეშვილი; აჭარის ა.რ. საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს კოორდინაციის განყოფილების უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი - ნუგზარ ჯინჭარაძე; ქობულეთის სახანძრო - სამაშველო სამმართველოს, მეორე განყოფილების მეხანძრე - მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტი - ნიკა ბეჟანიძე.

➡️ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ პედაგოგთა სწავლების პროცესს. ისინი ესაუბრნენ სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს; გაუზიარეს მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება,  მისცეს  საჭირო რჩევები ევაკუაციის გეგმებთან და ცეცხლმაქრების პრაქტიკულად გამოყენებასთან დაკავშირებით. უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მასწავლებლები ეცნობიან მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს.

➡️ ტრენინგის დასრულების შემდეგ პედაგოგებმა უნდა იმუშაონ  თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადონ  სკოლა "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად.

➡️ აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად გაგრძელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.