კატასტროფების რისკის შემცირების სწავლება შუახევის სკოლებში

✅ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ტრენინგ- პროგრამას: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ (ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით), რომელსაც  2015 წლიდან ახორციელებს.

✅ 2023 წლის  11-12 ნოემბერს და 2-3 დეკემბერს ტრენინგ-კურსი დაიგეგმა შუახევის მუნიციპალიტეტის ორ  საჯარო სკოლაში: სოფ. დარჩიძეები და სოფ. მახალაკიძეები. ტრენინგის ხანგრძლივობა - 21  საკონტაქტო  საათი.

✅ ტრენინგის თემატიკა იყო: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური) ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტეგრირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ნასწავლის პრეზენტაციას სკოლები იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთებენ.

✅ ტრენინგებს  ატარებდნენ ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი (სოფ. მახალაკიძეების საჯარო სკოლა), ლუიზა რევიშვილი და ნანა ვარდმანიძე (სოფ. დარჩიძეების საჯარო სკოლა).

✅ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მასწავლებლები ეცნობიან მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ პედაგოგებმა უნდა იმუშაონ  თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადონ  სკოლა "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად.

✅ აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად გაგრძელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.