პროექტი - „უკეთესი განათლება უკეთესი მომავლისათვის“

2023 წლის 1 დეკემბერს საქართველოს განათლებია და მეცნიერების სამინისტროს სააქტო დარბაზში გაიმართა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება - „უკეთესი განათლება უკეთესი მომავლისათვის“ (2021-2024).

პროექტი მიზნად ისახავდა ხარისხიანი განათლების ხელშეწყობას საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში, პროფესიული განვითრების ხელშემწყობი რესურსებისა და აქტივობების ორგანიზების გზით.

ღონისძიებაზე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია „ხარისხიანი სკოლა -  ხარისხიანი განათლება“, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის დირექტორებს საქმიანობის ეფექტიანად დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში.   

ღონისძიება გახსნა  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა - ბერიკა შუკაკიძემ. პროექტის - „უკეთესი განათლება უკეთესი მომავლისათვის“ შესახებ ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა - ნათია ნაცვლიშვილმა.

✅ პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის  შედეგები წარმოადგინა ეროვნული ცენტრის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა - მაია არავიაშვილმა.

✅ პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა სახელმძღვანელო, რომელშიც წარმოდგენილია კრიტერიუმები, სფეროები, დესკრიპტორები და ინსტრუმენტები სკოლის პროგრესის შესაფასებლად. მასში განხილულია თუ რა უზრუნველყოფს ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის დანერგვას დემოკრატიულ გარემოში.    

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებაში მონაწილეობდა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე.

✅ დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნეს პროექტის ფარგლებში შექმნილი ტრენინგ-მოდული. დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხი.