გრძელდება ტრენინგი სკოლების არჩეული დირექტორებისათვის
✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ტრენინგების კურსი აჭარის საჯარო სკოლებში არჩეული დირექტორებისათვის.
✅ 2024 წლის 1-2 ივნისს ჩატარდა ტრენინგ-კურსის პირველი მოდული: „სკოლის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა“ ბათუმის, ხელვაჩაურის და ქედის საჯარო სკოლების არჩეული დირექტორებისათვის. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 8 საკონტაქტო საათი, 2 სესია, ერთი სესია - 4 საათი.
✅ ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის განათლების მართვის ტრენერები: კახაბერ ჩაკვეტაძე (ბათუმის სკოლები); მირანდა გორგოშიძე (ქედისა და ხელვაჩაურის სკოლები).
✅ ტრენინგის მიზანია: მონაწილეებმა შეძლონ სკოლის სტრატეგიული განვითარების პროცესების ეფექტიანად დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება.
✅ ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების განსაზღვრას;
• სკოლის საჭიროებების იდენტიფიცირების საფუძველზე სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების ფორმირების პროცესის ფასილიტაციას;
• სტრატეგიულ მიზნებზე ფოკუსირებული პროექტების ინიცირებას, დანერგვასა და შესრულების ორგანიზებას.
✅ ტრენინგების მიმდინარეობას ეცნობოდა: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდა ფონდის კოორდინატორი - მაია ზოსიძე.