მოქალაქეობის ვორქშოფები პოლონელი პედაგოგებისათვის

✅ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი) მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები ატარებენ საინტერესო საგნობრივ ვორქშოფებს და აცნობენ მათ საკუთარ მიღწევებს ამ საგნების სწავლა-სწავლების პროცესში. სასწავლო ვიზიტის განმავლობაში სულ ჩატარდება 5 ვორქშოფი.
✅ 2025 წლის 23 აპრილს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა 2 ვორქშოფი სამოქალაქო განათლების მიმართულებით.
✅ სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი - „პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება მოქალაქეობის გაკვეთილზე“, საბაზო საფეხური; კლასი: მერვე / მეცხრე, ჩაატარა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერმა - ინგა მოსიძემ.
ვორქშოფის მიზნები იყო: პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობის გაცნობიერება, მედიაწიგნიერების სწავლება ქეისებითა და დილემებით, ქეისისა და დილემის გაანალიზება, ქეისებითა და დილემებით სწავლების მნიშვნელობის გააზრება.
ვორქშოფის შედეგები: მასწავლებლები გაიზრებენ პრობლემეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობას სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში; გააანალიზებენ ქეისებსა და დილემებს; გამოიმუშავებენ შესაბამის კომპეტენციას როგორ ასწავლონ მოსწავლეებს ქეისებითა და დილემებით.
✅ სამუშაო შეხვედრა/ვორქშოპი - სამოდელო გაკვეთილი თემაზე: „ ოჯახური ძალადობა“, ჩაატარა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერმა - ნინო ტავლალაშვილმა.
ვორქშოფის მიზნები იყო: მოქალაქეობის საგანში დამხმარე სახელმძღვანელოების განხილვა, გაკვეთილის დაგეგმვა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, აუდიტორიის წევრთა მიერ საკუთარი გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის, სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, განხილვა, შეფასება.
ვორქშოფის შედეგები: პედაგოგები შეძლებენ უკეთ დაგეგმონ გაკვეთილები „ოჯახური ძალდობის “ თემაზე; გაეცნობიან ინდივიდუალური სამუშაო გეგმების შედგენის სპეციფიკას ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი ორიენტირების, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების და კლასის საჭიროებების გათვალისწინებით; გამოიყენებენ აქტიური და კოოპერაციული სწავლების მეთოდებს.
✅ ვორქშოფების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე; მასწავლებლის სახლის საგნობრივი კოორდინატორები - სოფიკო თენიეშვილი და ანა ლამპარაძე.