პოლონელ პედაგოგებთან შეხვედრა აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში

☑️ 2025 წლის 24 აპრილს აჭარის განათლების და სპორტის სამინიტროს ეწვია პოლონეთის, ქვემო სილეზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების - ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების 12 პედაგოგი, რომლებიც მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან აჭარაში. პოლონელ პედაგოგთა ჯგუფის ხელმძღვანელია ქვემო სილეზიის მასწავლებელთა განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე - ჯოანა კაჩმარსკა.
☑️ სტუმრებს მიესალმა აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი. მან აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამეგობრებულია პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოსთან. რეგიონებს შორის ბევრი საინტერესო კულტურული და შემეცნებითი პროგრამა ხორციელდება. მათ შორის ერთ-ერთია მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების გაცვლითი პროგრამა.
☑️ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, განათლების ფონდის საგნობრივი ტრენერები და კოორდინატორები.
☑️ვიზიტის ფარგლებში ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერები პოლონელ პედაგოგებს ჩაუტარებენ საგნობრივ ვორქშოფებს. ასევე პოლონელი პედაგოგები ესტუმრებიან ბათუმისა და ქედის საჯარო სკოლებს, მოინახულებენ აჭარის მუზეუმებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
☑️აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციასა და გამოცდილების გაზიარებას.