ქვემო სილეზიის პედაგოგთა ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

✅ 2025 წლის 24 აპრილს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პოლონეთის ქვემო სილეზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება) პედაგოგებს უმასპინძლა.
✅ პოლონელ სტუმრებს მიესალმნენ: ბსუ-ს რექტორი, ტიტე აროშიძე, რექტორის მოადგილე, თამარ სირაძე, მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ლელა თავდგირიძე და პროგრამის განმახორციელებლები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის მნიშვნელობას.
✅ პედაგოგთა ჯგუფს ხელმძღვანელობს - ქვემო სილეზიის მასწავლებელთა განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე - ჯოანა კაჩმარსკა.
✅ სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - ,,საზოგადოებრივ მეცნიერებათა როლი დღევანდელ სამყაროში". დისკუსიაში მონაწილეობდნენ ბსუ-ს ისტორიისა და გეოგრაფიის დეპარტამენტების წარმომადგენლები და მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელები. მათ პოლონელ კოლეგებს გაუზიარეს სწავლა-სწავლების პროცესში მიღწეული შედეგები და გამოცდილება.
✅ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე; საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების ტრენერები - ნ. ტავლალაშვილი, ლ. რევიშვილი, ი. მოსიძე, კ. ჩაკვეტაძე, ნ. იმედაიშვილი და ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები - ს. თენიეშვილი და ა. ლამპარაძე.
✅ პოლონელი პედაგოგები მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში აჭარას გაცვლითი ვიზიტით ეწვია. პოლონელ პედაგოგთა ბსუ-ში ვიზიტი აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის ორგანიზებით განხორციელდა.