რეგისტრაცია სკოლის საქმისმწარმოებლის პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსზე

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს დამატებით რეგისტრაციას მსურველთათვის, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემულ სკოლის საქმისმწარმოებლის პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსზე.
ტრენინგ-კურსი განკუთვნილია აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მქონე მოქმედი საქმისმწარმოებლისათვის, რომელთაც შარშან არ გაუვლიათ გადამზადება აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) მიერ ზემოაღნიშნულ მოდულებში.
ტრენინგები ჩატარდება პირისპირ ფორმატში, შაბათსა და კვირას.
ტრენინგ-კურსი შედგება სამი მოდულისაგან:
· 1-ლი მოდული: „სკოლის საქმისწარმოება (კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება) - 8 საკონტაქტო საათი, 2 დღე
· მე-2 მოდული: „მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება“ - 4 საკონტაქტო საათი, 1 დღე
· მე-3 მოდული: „ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი“ - 4 საკონტაქტო საათი, 1 დღე
ტრენინგ-კურსის მიზანია: ხელი შევუწყოთ აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პერსონალის პროფესიულ განვითარებას. ტრენინგების თემატიკა სკოლის პერსონალის წევრთა საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა.
მონაწილეთა შეფასების სისტემა: იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 80%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 70%.
ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე